თეგი: გაბრიელიუს ლანდსბერგისი

გაბრიელიუს ლანდსბერგისი უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებას ითხოვს: ტანკები სიტყვებზე მეტს ამბობენ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდება მოითხოვა მოუწოდა. „სიტყვებმა ვერ აღკვეთა მასობრივი საფლავები. მხოლოდ დაგმობა არ დაასრულებს გენოციდს. ტანკები სიტყვებზე უფრო ხმამაღლა საუბრობენ“, - დაწერა ლანდსბერგისმა Twitter-ზე. როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 400-ზე მეტი ცხედარი, მათ შორის წამების ნიშნებით იპოვეს გათავისუფლებულ იზიუმში. იდენტიფიცირებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები და ბავშვები. ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ გამოვავლენთ ყველას, ვინც აწამა, ვინც დაამცირა, ვინც რუსეთიდან აქ, ჩვენს უკრაინულ მიწაზე ჩამოიტანა ეს სისასტიკე ხარკოვის ოლქის პროკურატურის განცხადებით, „კაზაჩია ლოპანის“ ოკუპაციის დროს, რუსეთის არმიამ სარდაფში ციხე მოაწყო და იქ ადგილობრივ მოსახლეობას აწამებდა.  

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: უკრაინისთვის ATACMS-ის სარაკეტო სისტემებისა და Leopard-ის ტიპის ტანკების გაგზავნის დროა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი Twitter-ზე წერს, რომ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტებისა და Leopard-ის ტანკების მიეწოდება მნიშვნელოვანია. ანდჯეი დუდას თქმით, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები საერთაშორისო დახმარების ფარგლებში გადაეცემა „პუტინი ფსონს მეტ შეფერხებაზე დებს. მან უნდა წააგოს ეს ფსონი. უკრაინამ ჩვენს მხარდაჭერასა და პატივისცემაზე მეტი დაიმსახურა. ATACMS-ებისა და Leopard-ების გაგზავნის დროა“, - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი. შოლცმა უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის ტანკების გადასაცემად, მთავარი პირობა დაასახელა მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ შეერთებულ შტატებს შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის სარაკეტო სისტემების გადაცემა სთხოვა იმ პირობით, რომ მათთან სამიზნეებს შეათანხმებენ.  

ბლინკენმა და ლანდსბერგისმა ვაშინგტონიდან მოუწოდეს პარტნიორებს, მხარი დაუჭირონ უკრაინის სუვერენიტეტს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თავის ლიეტუველ კოლეგას გაბრიელიუს ლანდსბერგისს ვაშინგტონში მასპინძლობს. მხარეები ორმხრივ ურთიერთობებს, უკრაინაში მიმდინარე ომსა და NATO-ს შემდგომ სამიტს განიხილავენ. მათი შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბლინკენმა და ლანდსბერგისმა ხაზი გაუსვეს აშშ-ლიეტუვის, როგორც NATO-ს მოკავშირეების ურთიერთობების სიმტკიცეს, ასევე უკრაინის მხარდაჭერას. „მათ აიღეს ვალდებულება, გააგრძელონ რუსეთისთვის ძლიერი ეკონომიკური ხარჯების დაწესება სანქციების გზით და პასუხისმგებლობის დაკისრება რუსეთის თავდასხმებზე პასუხისმგებელი პირებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. ისინი გააგრძელებენ მხარდაჭერას, რომელიც უკრაინას სჭირდება თავისი ხალხის ტანჯვის შესამსუბუქებლად და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს, ხოლო მოკავშირეებსა და პარტნიორებს იგივესკენ მოუწოდებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში. უმაღლესმა დიპლომატებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესიული ომი და ხაზი გაუსვეს მათ ვალდებულებას, ერთად იმუშაონ NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად მოახლოებული სამიტის წინ. „მდივანმა ბლინკენმა გამოხატა მადლიერება ლიეტუვის გადაწყვეტილების გამო, წინ აღუდგეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „ეკონომიკური იძულების პოლიტიკას“. საგარეო საქმეთა მინისტრმა ლანდსბერგისმა გამოხატა მადლიერება იმ მრავალი ზომისთვის, რომლებიც აშშ-მ გაატარა ლიეტუვის მხარდასაჭერად და მისი ეკონომიკის გასაძლიერებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სერიოზულად ვართ შეშფოთებული ე.წ. უცხო აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების გამო - ლანდსბერგისი

"ჩვენ, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, სერიოზულად ვართ შეშფოთებული ე.წ. უცხო აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების გამო, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი. "ჩვენ, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, სერიოზულად ვართ შეშფოთებული ე.წ. უცხო აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების გამო. თუ საქართველოს სურს პროგრესი ევროკავშირისა და ნატოსკენ, უნდა დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპები", - განაცხადა ლანდსბერგისიმ.   პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. კენჭისყრას წინ უძღოდა ამერიკის საელჩოს განცხადება, რომ „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“.  კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის უფრო ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თანაშემწემ განაცხადა, რომ ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს. პარალელურად, საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა პარლამენტთან. გვიან საღამოს, პოლიციამ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან 66 პირი დააკავეს. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 28 თებერვალსაც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით 2 მარტს გაკეთდა.  პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი პროპაგანდა იყო, მათ შორის ის რომ, შემოთავაზებული წინადადება თითქოს ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას, რაც ნედ პრაისის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს პირველი კომენტარი იყო მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. ნედ პრაისის განცხადებითვე, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან.  ეს კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტები სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებსა და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, ასევე პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად, კანონი მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განმარტა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. აშშ-ის განმარტებით, ამერიკული კანონი არ ახდენს გავლენას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე ან დაფინანსების წყაროებზე. „FARA ძალიან ვიწროა და შექმნილია, რომ მხოლოდ უცხოეთის მთავრობების აგენტებს მოერგოს, რაც ძალიან განსხვავებული რამ არის და ამიტომ ვართ ამის გამო ასე შეშფოთებულები”, - განმარტა ნედ პრაისმა.  

ლანდსბერგისი: ბურთი საქართველოს მოედანზეა, აქამდე არ გვინახავს ის, რაც ოპტიმიზმს წინ წაწევდა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა  ევროკავშირის საგარო საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ექნება შესაძლებლობა, რეფორმები წარადგინოს. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, რა თქმა უნდა, ექნება შესაძლებლობა, რომ წარადგინოს რეფორმები. მჯერა მის მიმართ ბევრი შეკითხვა იქნება. ჩვენ აქამდე არ გვინახავს ის, რაც ოპტიმიზმს წინ წაწევდა. როგორც ყოველთვის, ჩვენ ერთგული ვრჩებით, განსაკუთრებით ლიეტუვაში, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებში, ჩვენ ერთგულები ვრჩებით საქართველოს ტრანსატლანტიკური კავშირებისკენ მიმავალი გზის მიმართ. ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა, მათ უნდა გაათამაშონ," - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.  

ილია დარჩიაშვილი, NATO-ს სამიტის ფარგლებში, გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ვილნიუსში, NATO-ს სამიტის ფარგლებში, ლიეტუველ კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, ხაზი გაესვა ვილნიუსის NATO-ს სამიტზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას და ლიეტუვის მხარდაჭერას. „აღინიშნა, რომ სამიტი შედეგიანი იქნება, როგორც NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის, ასევე ალიანსის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულების თვალსაზრისით. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და არსებულ პოტენციალზე პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარების კუთხით. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მათ შორის საუბარი შეეხო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ არსებულ პროგრესს. NATO-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ყურადღება დაეთმო მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის პროცესს. ამასთან, ხაზი გაესვა ლიეტუვის მხარდაჭერის მნიშვნელობას როგორც ევროკავშირში, ასევე NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის წარმატებისთვის. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მინისტრებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის კავშირების გაძლიერების და მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. დღეს NATO-ს სამიტი ოფიციალურად იხსნება  

ლანდსბერგისი: ვიმედოვნებ, ვიპოვით აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ახალ ფორმას, რაც ნიშნავს, რომ ბევრი ქვეყანა იქნება იმაზე ახლოს ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე, მათ შორის, საქართველო

აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი დამოკიდებულია გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც პარასკევს მიიღებენ. განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში, სადაც დღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება. „ვფიქრობ, ამის შემდეგ საკმაოდ განსხვავებულ „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ ვიხილავთ, რამდენად განსხვავებულს, ამის თქმა ახლა ნაადრევია. იმედი მაქვს, ვიპოვით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ახალ ფორმას, ეს ნიშნავს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, ევროპას ისე მიუახლოვდება, როგორც არასდროს. საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა აქვს,“ - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

უკრაინის მხარდაჭერაზე თუ ვერ შევთანხმდებით, ეს გავლენას მოახდენს რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებზე - ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა გააკრიტიკა უნგრეთის პოზიცია უკრაინის მიმართ და მას „იდეოლოგიების შეჯახება" უწოდა. მისი შეფასებით, უნგრეთი ეწინააღმდეგებიან ევროპას და ყველაფერს, რასაც ევროპა იცავს. ვფიქრობ, ეს არის იდეოლოგიების შეჯახება მათ შორის, ვისაც სურს ევროპა იყოს ძლიერი და ვისაც საერთოდ არ უნდა ევროკავშირი, ასე რომ, თუ ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები, მე არ ჩავუღრმავდები ამ საკითხს,“ - აღნიშნა ლანდსბერგისმა. ლიეტუველმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მხარდაჭერაზე თუ ვერ შევთანხმდებით, ეს გავლენას მოახდენს რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებზე. „ჩვენ, ალბათ, პირველად ვიკრიბებით, რათა ვისაუბროთ უკრაინაზე და ვნახოთ, რამდენად შორს შეგვიძლია, წავიდეთ - რამდენ ხანსაც დასჭირდება. ჩვენ უკრაინის მხარდაჭერაზე თითქმის ორი წელია, ვსაუბრობთ და ამდენივე ხანია, მათ დახმარებას ვთავაზობთ. ბევრ ჩვენგანს დაუსვამს შეკითხვა, რას ნიშნავს ეს. ნიშნავს თუ არა ეს უკრაინის გამარჯვებას? ეს რაიმე სხვა ტაქტიკურ მიზანს გულისხმობს? როგორც ჩანს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ შეთანხმებას იმდენ ხანს, რამდენიც კიევისთვის იქნება საჭირო. და ცხადია, ძალიან სერიოზული შედეგები გვექნება, თუ ამას ვერ შევძლებთ. უპირველეს ყოვლისა, უკრაინაში და არამარტო იქ, არამედ, სხვაგანაც. ეს გავლენას მოახდენს რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებზე, როგორიც მაგალითად, ჩემი ქვეყანაა. იქნება მრავალი რეგიონული და გლობალური ეფექტიც კი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მივიღოთ სტრატეგიული გადაწყვეტილებები და საბოლოოდ ავიღოთ უკრაინის გამარჯვების ვალდებულება უკრაინის შესახებ ჩვენი დისკურსის ამ გადამწყვეტ მომენტში. თუ ეს არ გაკეთდება, ფასი გაცილებით მაღალი იქნება,“ - აღნიშნა ლანდსბერგისმა. ნოემბრის ბოლოს უნგრეთმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება. უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გართულდა. ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს. მან რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც. ახლა გადამწყვეტი მომენტია იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას ელოდება, რასაც უნგრეთი ასევე ეწინააღმდეგება. ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები. მანამდე, დღეს, 11 დეკემბერს ბრიუსელში შეიკრიბნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და წინასწარი კონტურები სწორედ დღეს უნდა გამოიკვეთოს. ევროკავშირის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს, თუმცა ერსთულოვნება ჯერ არ არის

ლანდსბერგისი: დღეს მე უკრაინელი ვარ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ იმ დღეს, როდესაც ევროპა თავის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს, ის თავს უკრაინელად თვლის. „დღეს, როდესაც ევროპა იღებს თავის უახლეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, მე შემიძლია მხოლოდ ამის თქმა: Я українець. მე ვარ უკრაინელი," - განაცხადა ლანდსბერგისმა უკრაინული მედიის ცნობით.  

ლანდსბერგისი ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის „გადაცემაზე“: გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრ გაბრიეულიუს ლანდსბერგისის კომენტარს ავრცელებს, რომლითაც ვილნიუსი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე აგარაკის რუსეთისთვის უკანონო გადაცემას გმობს. „კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის უკანონო გადაცემას. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა, ასევე, გაეროს წესდების და ზოგადად, საერთაშორისო სამართლის დარღვევა,“ - აღნიშნავს ლანდსბერგისი. ცნობისთვის, NATO-ს ოფიციალური პირი Europetime-თან აცხადებს, რომ საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთისთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია. „საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთისთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. NATO ჩვენს ახლო პარტნიორს საქართველოს სოლიდარობას უცხადებს,“ - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ მხარი დაუჭირა საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი საერთაშორისო პარტნიორები მკაცრად გმობენ რუსეთისთვის ბიჭვინთის გადაცემის შესახებ უკანონო გადაწყვეტილებას  

ელჩი ფიშერი: 2024 წელს გერმანია და საქართველო გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს ახალ წელს ულოცავს. „2024 წელს გერმანია და საქართველო გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც ჩვენი მშვიდობის, თავისუფლებისა და ბედნიერების საფუძველს წარმოადგენს,“ - აღნიშნულია ელჩის ვიდეომიმართვაში.  

რუსეთის აგრესიის შემდეგი ეტაპი მიმართული იქნება არამხოლოდ უკრაინის, საქართველოს ან მოლდოვის, არამედ, შესაძლოა, NATO-ს წინააღმდეგაც - ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის აგრესიის შემდეგი ეტაპი შეიძლება, მიმართული იყოს არამხოლოდ უკრაინის, საქართველოს ან მოლდოვის წინააღმდეგ, არამედ, NATO-ს ერთ-ერთი ქვეყნის წინააღმდეგაც. გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, ასეთი აგრესიის მოგერიების ფასი კიდევ უფრო დიდი იქნება. ლანდსბერგისი ასევე აცხადებს, რომ დასავლეთი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერის კუთხით ისტორიული შეცდომების გამეორების ზღვარზეა. „25 წელია, ვცდილობთ პუტინის იმპერიალიზმის შეკავებას დიალოგითა და დიპლომატიური გზით, ხოლო ის აგრძელებს საზღვრების იგნორირებას და ქალაქების მიწასთან გასწორებას. რუსეთის იმპერიალისტური რევანშისტული ამბიციები არ შეიცვლება. შემდეგი ეტაპი მიმართული იქნება არამხოლოდ უკრაინის, საქართველოს ან მოლდოვის წინააღმდეგ, არამედ, შესაძლოა, NATO-ს წინააღმდეგაც. ადამიანური და ეკონომიკური ფასი მხოლოდ გაიზრდება. ჩვენ ისტორიული შეცდომების გამეორების ზღვარზე ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ ახლა არ დავამარცხებთ რუსეთს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი არჩეული გზა იქნება წარმოუდგენელი და არასაჭირო დანაკარგების გადატანა სანამ საბოლოოდ არ გადავწყვეტთ, რომ დროა ვიმოქმედოთ და გავიმარჯვოთ," - აღნიშნა ლანდსბერგისმა სოციალურ ქსელში გათავსებული პოსტის საშუალებით.  

უკრაინაში მოკავშირეთა ჯარების გაგზავნის იდეა განხილვას იმსახურებს - ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგის შეფასებით, უკრაინაში მოკავშირეების სახმელეთო ჯარების განლაგების იდეა განხილვის ღირსია. „ევროპის ბედი უკრაინაში ბრძოლის ველზე წყდება. ასეთ დროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ძალიან საჭიროა პოლიტიკური ლიდერობა, ამბიცია და არატრადიციულად აზროვნება. პარიზში გუშინდელ შეხვედრაზე გაჟღერებული ინიციატივა იმსახურებს ყურადღებას,“ – წერს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში. სახელმწიფო დეპარტამენტმა გერმანიის, პოლონეთის და სხვა მოკავშირეების მსგავსად, მაკრონის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში. FT: დასავლური სპეციალური ძალები უკრაინაში იმყოფება შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს. სტოლტენბერგის თქმით, NATO უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს. ამასთან, ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ კიევის დახმარებას, მაგრამ უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავენ. ევროპული სახელმწიფოები და NATO-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნიან. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.  

ლანდსბერგისი ვაშინგტონში: 75 წლის წინანდელი მოვლენები აღარ უნდა განმეორდეს არც ჩვენს ქვეყნებში და არც სხვაგან - უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა 75 წლის წინანდელი მოვლენები, კერძოდ, საბჭოთა კავშირის მთავრობის მასობრივი დეპორტაციები ბალტიისპირეთის ქვეყნებიდა გაიხსენა. მისი თქმით, ეს სევდიანი ისტორია მის ქვეყანას ეხმარება, მსგავსი რამ აღარ განმეორდეს არც მის ქვეყანაში და არც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მაგალითად კი - უკრაინა, მოლდოვა და საქართველო დაასახელა. „მინდა, შესაძლებლობა გამოვიყენო და აშშ-ს მადლობა გადავუხადო ათწლეულების განმავლობაში თანამშრომლობისთვის, ათწლეულების განმავლობაში ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ლიეტუვის უფრო მეტად უსაფრთხო ქვეყნებად ქცევისთვის. დღეს ის თარიღია, როდესაც სევდიანი ისტორიის 75 წელს ვიხსენებთ, რადგან 75 წლის წინ საბჭოთა კავშირმა ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან მასობრივი დეპორტაცია დაიწყო. როდესაც ათიათასობით და ასობით ათასი ჩვენი თანამემამულე ციმბირში გადაასახლეს და მთელი ცხოვრების იქ გატარება აიძულეს, ბევრმა მათგანმა სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო. ეს მოგონება გვეხმარება უკეთ გავიგოთ ის, რასაც დღეს ვაფასებთ. უსაფრთხოება, თავდაცვა, კეთილდღეობა, რომელთა მიღწევაც ჩვენ ათწლეულების განმავლობაში შევძელით და ასევე, ვუყურებთ მომავალს, რომ ეს აღარ განმეორდეს, არც ჩვენს ქვეყნებში და არც სხვა ქვეყნებში, რომლებიც თავიანთი უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის იბრძვიან, როგორიცაა, უკრაინა და მოლდოვა, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან და საქართველო, რომელსაც 2008 წელს თავს დაესხნენ,“ - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

„უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღების განმეორებითი მცდელობები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს - ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ „უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღების განმეორებითი მცდელობები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს. „საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ ის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯს განახორციელებს. "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღების განმეორებითი მცდელობები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს და მან შესაძლოა, საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ძირი გამოუთხაროს," - აცხადებს ლანდსბერგისი. „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად 3 აპრილს დააბრუნა. მას შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“ კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რისი დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: განადგურებული ვარ... ისეთი გრძნობაა, თითქოს, მეგობარს ვკარგავთ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ შოკირებულია თბილისში მიმდინარე პროცესებით. ის ლიეტუველების მხრიდან ქართველების მიმართ განსაკუთრებულ მხარდაჭერას უსვამს ხაზს. „ჩვენ მხარს ვუჭერდით ქართველებს თქვენი ნამდვილი დამოუკიდებლობის პირველი ყვავილობის მომენტიდან. ლიეტუველებს თქვენი გამარჯვებები უხაროდათ, მხარდამხარ ვიდექით, როდესაც რუსეთი თავს დაგესხათ, ვტიროდით თქვენი სიცოცხლისა და მიწის დაკარგვის გამო,“ წერს ლიეტუველი დიპლომატი. ის ამბობს, რომ შოკირებულია, როდესაც ხედავს, ცდილობენ, ქართველებს წაართვან თავისუფლება მათ, ვისაც თავისუფლების ყველაზე მეტად ეშინია, მაგრამ ამავე დროს, ლანდსბერგისი ხაზს უსვამს, რომ ქართველები, ისევე როგორც ლიეტუველები მარად თავისუფლები არიან და თავისუფლება ყოველთვის იმარჯვებს. „ჩვენ ვიცით, რომ ქართველები, ისევე როგორც ლიეტუველები, მარადიულად თავისუფლები არიან და თავისუფლება ყოველთვის აყვავდება,“ წერს ლანდსბერგისი. ლანდსბერგისმა კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ დამფუნებლის გუშინდელ გამოსვლაზეც. ის „გულისტკივილით“ აღნიშნავს, რომ „მოისმინა რა ივანიშვილის ხედვა საქართველოს შესახებ“, განადგურებულია ქვეყნებთან, მათ შორის, ლიეტუვასთან ურთიერთობების უეცარი ცვლილების გამო. „გულგატეხილი ვარ საქართველოს მომავალზე ივანიშვილის ხედვის მოსმენით. განადგურებული ვარ ურთიერთობების უეცარი ცვლილებით ქვეყნებთან, მათ შორის, ლიეტუვასთან, რომლებიც საქართველოს უახლოესი მოკავშირეები იყვნენ. ისეთი გრძნობაა, თითქოს, მეგობარს ვკარგავთ,“ წერს ლანდსბერგისი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ცხადზე ცხადია, როგორი მომავალი სურს ქართველ ხალხს - მათთვის მიცემული დაპირებები ახლა უნდა შესრულდეს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ცხადზე ცხადია, როგორი მომავალი სურს ქართველ ხალხს. მათთვის მიცემული დაპირებები ახლა უნდა შესრულდეს. შესაბამისი პოსტი ლიეტუველმა დიპლომატმა სოციალურ პლატფორმა X-ზე განათავსდა. მანამდე, მან 11 მაისსაც განაცხადა, რომ საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების დაშინება და მათ წინააღმდეგ ძალადობა სამარცხვინო ტაქტიკაა. 11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, პარლამენტთან ღამის გათენებასაც გეგმავენ. ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.